Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-4 სამეცნიერო კონფერენცია - "ვაჟა-ფშაველა 165 - თანამედროვე ინტერპრეტაციათა ცდანი"

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა  2026 წლის 25 მარტს ტრადიციულად გამართავს რიგით მე-4  სამეცნიერო კონფერენციას - "ვაჟა-ფშაველა 165 - თანამედროვე ინტერპრეტაციათა ცდანი". კონფერენციის მონაწილეთა სტატიები (რედაქტირებული) დაიბეჭდება ამავე სახელწოდების სამეცნიერო ჟურნალში -"ვაჟა-ფშაველა165 - თანამედროვე ინტერპრეტაციათა ცდანი" #6.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა  2026 წლის 2 მარტამდე. თეზისები უნდა გააგზავნონ კონფერენციის ორგანოზატორთან ასოც. პროფ. თამარ შარაბიძესთან შემდეგ მისამართზე:  tamar.sharabidze@tsu.ge  და მეცნიერებათა დოქტორ მამუკა ჭანტურაიასთან (ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმის კურატორთან) mamuka_chanturaia@yahoo.com

 

იხ. თეზისების გაფორმების წესი:

 

1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით)
ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი
გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული
ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა: 250- 250   სიტყვა თითოეულ ენაზე.


12. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:


 ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
 სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
 ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
 ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
 ბოლოს — 3-5 საკვანძო სიტყვა.

 

 

თარიღი: 29/01/2026